საუდის არაბეთი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს წითელი ზღვის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების და იემენში სხვადასხვა ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამო, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
საუდის არაბეთი ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თავი აარიდონ დაძაბულობის ესკალაციას.
„მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ხაზს უსვამს წითელი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას, სადაც ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო მოთხოვნაა, რადგან ის ზიანს აყენებს მთელი მსოფლიოს ინტერესებს, ის მოუწოდებს თავშეკავებისა და ესკალაციის თავიდან აცილებისკენ იმ მიმდინარე მოვლენების ფონზე, რისი მოწმეც რეგიონია“, – ნათქვამია განცხადებაში.