საუდის არაბეთის მთავრობა – ჰაჯის დროს 1301 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს, ჰაჯის დროს, სულ მცირე, 1 301 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
SPA-ის ცნობით, დაღუპულების უმეტესობა ის მომლოცველები არიან, რომლებსაც ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ და სიცხეში შორ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.
საუდის არაბეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არასაკმარისად იმოქმედა ჰაჯის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დაურეგისტრირებელი მომლოცველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი.
საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, მექაში ტემპერატურამ 51.8 გრადუსამდე მიაღწია.
ჰაჯი არის მუსლიმთა ყოველწლიური პილიგრიმობა წმინდა ქალაქ მექაში. საუდის არაბეთის ინფორმაციით, წელს ჰაჯიში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 1.8 მილიონმა ადამიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…