საუდის არაბეთის მეფეს 20 წელი ჰყავდა დაპატიმრებული ქალიშვილები. პრინცესებს აშიმშილებდნენ და ნარკოტიკებით აბრუებდნენ. ორი მათგანი ტყვეობას ემსხვერპლა…

აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის ტყვეობაში მისი ოთხი ქალიშვილი იყო, რომელთაც “საუდელ რაპუნცელებს” უწოდებდნენ. 2021 წელს ორი პრინცესა შიმშილისა და დაუძლურებისგან, გარდაიცვალა, ორი მათგანის ბედი კი დღემდე უცნობია…

1995 წელს ამერიკელი დუაიტ ბედრიკი ქალაქ მაკ-ალენში (ტეხასის შტატი) სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა და შემთხვევით ნახა უჩვეულო განცხადება სამედიცინო ჟურნალში, ვაკანსიების განყოფილებაში. ეძებდნენ ორი ახალგაზრდა მედიკოსის მასწავლებელს ერ-რიადში, მეფე ფეისალის სახელობის ცენტრში. ეს ჰოსპიტალი ცენტრალურ კლინიკად მიიჩნეოდა საუდის არაბეთში და დუაიტ ბედრიკი მიხვდა, რომ იქ მკურნალობდნენ მმართველი ოჯახის წევრები. გაგზავნა განცხადება, გაიარა გასაუბრება და მიიღო თანამდებობა გამოსაცდელი ვადით. იმ დროისთვის ბედრიკი 50 წლის იყო, ფიზიკურად და მორალურად გადამწვარი სასწრაფოში მუშაობით, ძალადობის და ათასგვარი სხვა რამის ყურებით, ამიტომ ეს პერსპექტივა უფრო მოეწონა.

მალევე ჩავიდა ერ-რიადში. ქვეყანაში მედიცინა ჯერ კიდევ არ იყო უმაღლეს დონეზე, თუმცა სწრაფად ვითარდებოდა და ამ სფეროში საკმაოდ დიდი თანხები იდებოდა ბიუჯეტიდან. ბედრიკს უახლესი ტექნოლოგიები დახვდა და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმიანობას.

2005 წელს ს ხელისუფლებაში აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი მოვიდა. მაშინ ის 80 წლამდე ასაკის იყო (ზუსტი ასაკი გასაიდუმლოებულია). ცხოვრების დიდი ნაწილი სიგარეტზე იყო დამოკიდებული, ამიტომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. გულის მორიგი შეტევის შემდეგ ბედრიკი მას მიამაგრეს, როგორც პირადი ექიმი, სულ მალე დუაიტი მთელი სამეფო სამედიცინო სერვისის მეთაური გახდა: მას დაავალეს მედდების შტატის, ღამის მორიგეების აყვანა და ასევე დაწვრილებითი გეგმის შემუშვება ნებისმიერი კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რაც მონარქის ჯანმრთელობასთან იქნებოდა დაკავშირებული. მეფის ყველა სასახლეში იყო რამდენიმე სამედიცინო ოთახი, ასევე ყველა იახტაზე. თუ აბდალა მოულოდნელად ცუდად გახდებოდა, 15 წამში მის გვერდით უნდა გაჩენილიყო ექიმი. აბდალას ემსახურებოდა ასევე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა, სპორტული მანქანის ძრავით აღჭურვილი.

“ფულს არ აქვს მნიშვნელობა”, – უმეორებდნენ დუაიტ ბედრიკს სასახლეში და მეფეს მართლაც უამრავი ფული ჰქონდა.

დატყვევებული პრინცესები

დუაიტი თვით მეფის და მისი რამდენიმე ცოლის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ისეთი ნდობით სარგებლობდა, რომ დაუკაკუნებლად შედიოდა მეფის პირად აპარტამენტებში.

ერთხელაც ექიმს უჩვეულო დავალება მისცეს – მოეცილებინა თავიდან “კრიზისი”, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ერთ-ერთ ქალიშვილს, პრინცესა ჰალას უკავშირდებოდა. აბდალას, გავრცელებული ცნობებით, 38 შვილი ჰყავდა სხვადასხვა ქალისგან. ბედრიკს მიანიშნეს, რომ ჰალა ფსიქიკურად შეუვალი იყო და მისთვის სედატიური პრეპარატის დიდი დოზა უნდა შეეყვანა. როცა დუაიტი ჰალას სახლში შევიდა, გოგონა სამზარეულოს დანით ხელში იდგა და ყველას ემუქრებოდა, ვინც მისკენ დაიძრებოდა. ექიმს დიდი გამოცდილება ჰქონდა ამერიკის სასწრაფოში მუშაობისას, ამიტომ იოლად მოახერხა მშვიდი საუბრით, გოგონასთვის დანის დაგდება ეიძულებინა, თუმცა მასთან მიახლოების უფლება მაინც არ მისცა, შენ უბრალო ადამიანი ხარ, მე კი მეფის შვილიო – იმეორებდა ჰალა. ის კი შეძლო, რომ ჰალას ნდობა მოიპოვა და გოგონამ გაუმხილა ყველაფერი.

ჰალამ უამბო, რომ ის და მისი სამი და მამას დატყვევებული ჰყავდა და მხოლოდ იშვიათად აძლევდნენ გარეთ გასვლის უფლებას, ისიც – დაცვის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ