საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას საქართველოში ინვესტირებისა მხრივ მივიღოთ საინტერესო შედეგები – გიორგი პერტაია

სავაჭრო პალატამ საქართველო-ს ერთობლივი ბიზნეს საბჭოს მეორე სამუშაო სხდომა გამართა. სხდომა მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ბადრ ალბადრიმ გახსნეს.
„საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შევახვედროთ და გავაცნოთ ერთმანეთს. მსგავსი ფორმატის შეხვედრებით შეგვიძლია მივიღოთ საინტერესო შედეგები – საქართველოში ინვესტირების, სულ მცირე ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაზრდის მხრივ”, – განაცხადა გიორგი პერტაიამ .
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს სექტორმა და საუდის არაბეთის უმსხვილესმა კომპანიებმა უძრავი ქონების, ინვესტიციების, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, სამშენებლო და საბანკო სექტორებიდან.
სხდომაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.
საქართველოს სავაჭრო პალატასა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციას შორის, ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გასულ წელს, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”-ს ფარგლებში გაფორმდა. საბჭოს წევრები წამყვანი ბიზნეს კომპანიები და ორგანიზაციები არიან.