პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა:
„ფრანგული კანონი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება, ქართული კანონისგან განსხვავებით ვრცელდება ნებისმიერ პირზე, როგორც ფიზიკურზე, ისე იურიდიულზე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დარღვევისთვის, ეს არის 5 წლამდე ციხე, ითვალისწინებს მილიონ ევრომდე ჯარიმას და ითვალისწინებს სრულ დაბლოკვას ყველანაირი ანგარიშის. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თითქოს ფრანგული კანონი მიმართულია ჩინეთის, რუსეთის წინააღმდეგ და არ ეხება მის მეგობრებს. ფრანგული კანონი ეხება ნებისმიერ ქვეყანას გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, მათ შორის აშშ-სა და კანადას. როდესაც წარდგენა იყო [კანონპროექტის] საფრანგეთის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ყველაზე მეტი იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომელიც მოდის საფრანგეთის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მხრიდან, ძალიან მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, როცა გვეუბნებიან, რომ ის რაც მისაღებია ვთქვათ საფრანგეთში, აშშ-ში, კანადაში, ან ევროკავშირში, რომელიც დღეს ასეთ კანონის იღებს, ის საქართველოსთვის მიუღებელია“.
