საუბრის თემა შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს, მივაწოდეთ ინფორმაციები სანქციებთან დაკავშირებითაც | ენმ-ის ლიდერები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდნენ. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, ასევე სანქციები ოლიგარქიული რეჟიმისთვის:
“ჩვენი საუბრის თემა ცხადია შეეხებოდა და ვერ გავექცეოდით ამ თემას, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილს. იმ პირობებში, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელი, ლიდერი არის ტყვეობაში და გვინდა, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მერე ვთქვათ, რომ მერე არჩევნები ლეგიტიმურია და ეს ადამიანი ციხეში, ასე არ გამოვა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მინიმალურ შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, მას უნდა მიეცეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა. ცხადია, ეს იყო ერთი პრიორიტეტული საკითხი, მნიშვნელოვანია , რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს ტყვეობაში და ყველას კარგად ახსოვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ის მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილს გამოუტანეს განაჩენი და მათ შორის აშშ-მ დაასანქცირა ის პროკურორი, ფარცხალაძე, რომელმაც საქმე შეთითხნა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ამ თემაზე ჩვენ გვქონდა საუბარი. მივაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ასევე სანქციებთან დაკავშირებით, ყველა რუსეთის აგენტი, ჯაშუში, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ღალატობს, უნდა იყოს იდენტიფიცირებული, გამოვლენილი ისევე როგორც ფარცხალაძე, ისევე როგორც მოსამართლეთა კლანი და ცხადია, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების მუშაობა” თქვა ხაბეიშვილმა.