საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს – თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალებზე საუბარი არ არის და აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო საქართველო--ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს.
„საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს,
კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, პენტაგონმა საქართველოსთან სამხედრო სწავლების პროგრამა განუსაზღვრელი ვადით გადადო, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.