„საუბარი მიმდინარეობს კონსტრუქციულად, დავბრუნდებით ერთ საათში“ – ხაზარაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ გაერთიანების შესახებ მისი და „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მოლაპარაკებები ერთ საათში განახლდება.
ამის შესახებ ხაზარაძემ პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.
დღეს, 18 სექტემბერს, გახარია და ხაზარაძე მეორედ ხვდებიან პრეზიდენტის რეზიდენციაში. მათი გაერთიანების იდეას პრეზიდენტი მხარს უჭერს.
“ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებაზე საუბარი საჯაროდ მამუკა ხაზარაძემ დაიწყო. 17 სექტემბერს მან განაცხადა, რომ თუ გაერთიანება უფრო მომგებიანი იქნება, ამის წინააღმდეგი არ იქნება.
ხაზარაძეს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან გაერთიანების იდეას მხარი დაუჭირა და მხარეები მოსალაპარაკებლად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ჯერ ერთმანეთის შეხვდნენ, შემდეგ კი ორივე ერთად – პრეზიდენტ ზურაბიშვილს.
შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამით არ დასრულებულა. თუმცა ისინი შეთანხმდნენ „გააკეთონ სრული მობილიზაცია, რათა ოცნება ბიძინას მეთაურობით გავუშვათ ხელისუფლებიდან“.

ასევე დაგაინტერესებთ