საუბარი იყო თუ რა გზით შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკა მაქსიმალურად – ასე უპასუხა “გალფი საქართველოს“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა შავლეგ მიშველაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესთან და მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ეკონომიკური ზრდისთვის რა გზები განიხილეს.
„საუბარი ძირითადად იყო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე და პროგნოზებთან დაკავშირებით, რას უნდა ველოდოთ. საკმაოდ ინფორმაციული შეხვედრა იყო, როგორც ხედავთ ხანგრძლივი“, – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ
