საუბარი ზურაბ აზარაშვილის პასუხისმგებლობაზე მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია – ირაკლი კობახიძე

კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი საქმე და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია, საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა. მისი თქმით, „ზურაბ აზარაშვილი არაფერ შუაშია“.
„ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ ეს არის სწორედ კორუფციასთან ბრძოლა. ამაზე საგანგებო აქცენტები მე პირადად გავაკეთე, როდესაც საპარლამენტო გამოსვლა მქონდა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ჩვენი ამბიციური მიზანი ის არის, რომ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც, ყველა უწყება, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის და ამოცანის შესაბამისად. სახელმწიფო უწყება ძალიან დიდი, მსხვილი სუბიექტია, სადაც ათი ათასობით ადამიანი მუშაობს, არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არის კორუფციის შემთხვევები. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც მოწინავეები არიან კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, როგორებიც არიან მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ. იქაც კი აქვთ კორუფცია სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია. კონკრეტული სავარაუდო დანაშაული სუს-ის მხრიდან გაიხსნა და სადაც ეჭვი იყო დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სათანადო სამართლებრივი პროცედურები. ამის მიღმა დანარჩენი სპეკულაციაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.