„საუბარი ევროპაზე- Euro Talk“ ორგანიზებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ქართველ ემიგრანტებს შორის „ZOOM“ შეხვედრა გაიმართა

„საუბარი ევროპაზე- Euro Talk“ ორგანიზებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ქართველ ემიგრანტებს შორის „ZOOM“ შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შეხვედრის ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.
„ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არიან: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, სამართლის დოქტორი, ნინი შენგელია, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ქეთი სიჭინავა და განათლების მკვლევარი, სიკო ჯანაშია.
ღონისძიების მიზანი იყო, დისკუსიის გამართვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს შორის, პარტიების სტრატეგიებსა და არჩევნების მნიშვნელობის თემებზე. შეხვედრის მთავარი საკითხები იყო: არჩევნები, ემიგრაცია, ოპოზიციური პარტიების სტრატეგია.
ღონისძიების მონაწილეები იყვნენ: პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – თინათინ ბოკუჩავა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი – , პარტია „დროას“ ლიდერი – ელენე ხოშტარია, პარტია „ახალის“ ლიდერი – , პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი – ზურა ჯაფარიძე, პარტია „ლელოს“ ლიდერი – ბადრი ჯაფარიძე.
საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია დეზინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. სწორედ ამიტომ, „საუბარი ევროპაზე -Euro Talk” შექმნა დეზინფორმაციასთან ბრძოლის პლატფორმა აქტიური მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც თვლის, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება საფრთხის წინაშე დადგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შედეგად.
საჭიროა საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა უფრო მეტმა მოქალაქემ საქართველოს საზღვრებს გარეთ იცოდეს, თუ როგორი ტიპის უნიკალური გაერთიანებაა ევროკავშირი, რამდენად უსაფრთხოა ის, მასში შემავალი ქვეყნების იდენტობისა და ტრადიციებისთვის და რაც მთავარია განვითარების რა შესაძლებლობებს იძლევა საქართველოსთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისევე როგორც, მშვიდი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაზე სხვადასხვა ქვეყნებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები ოცი სხვადასხვა ქვეყნიდან:, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ბელგია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, კორეა, ნიდერლანდები, თურქეთი, შვედეთი, , , გერმანია, კანადა, პოლონეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში მყოფი მოქალაქეებიც. დამსწრეებს შორის იყო ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი – ზაალ კოკაია. შეხვედრას მოდერირებას უწევდა „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ