“საუბარი გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე” – კობახიძის თქმით, ლონდონში ბორელსა და მიშელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლონდონში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, მათ შორის, ჟოზეფ ბორელსა და შარლ მიშელს შეხვდა. კობახიძის თქმით, მათ გაუზიარა გზავნილები საქართელო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
ევროპელ ლიდერებთან პრემიერის შეხვედრა იყო პირველი მას შემდეგ, რაც 9 ივლისს, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა და საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
მ ლონდონში, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
“გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები და მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით.
საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე”, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებაზე განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ გააკეთა.
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო…
[ევროკავშირის ლიდერები] საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ“, – თქვა ელჩმა 9 ივლისს და დაამატა, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ უხსნიდა, რა შედეგი მოჰყვებოდა „აგენტების კანონის“ მიღებას.
მაისში მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ – რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით, 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, -მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.