საუბარი არა “ნაცმოძრაობის” გაუქმებაზეა, არამედ სამართლიანობის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე, რაც ფუძემდებლურია ნამდვილი ევროპული და არა “ლობისტური დემოკრატიისთვის”

საუბარი არა “ნაცმოძრაობის” გაუქმებაზეა, არამედ სამართლიანობის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე, რაც ფუძემდებლურია ნამდვილი ევროპული და არა “ლობისტური დემოკრატიისთვის”
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას განცხადებას ეხმიანება, მას “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლობისტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის უტიფრად “ჭკუას გვარიგებს” და რაღაც საარჩევნო მანიპულაციებზე და “კანონდარღვევებზე” აპელირებს.
აბაშიძის თქმით, ევროპარლამენტარ გრეგოროვას მსგავს შერჩევითად შემფასებლებს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მოლდოვაში და შიც გააუქმეს პარტიები, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა ბრიუსელში.
„”ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლობისტი, ევროპარლამენტარი “ჩეხეთის მეკობრეთა” პარტიიდან [Česká pirátská strana] მარკეტა გრეგოროვა უტიფრად “ჭკუას გვარიგებს” და რაღაც საარჩევნო მანიპულაციებზე და “კანონდარღვევებზე” აპელირებს. ეტყობა, “ნაცენჯეოებს” ინსტრუქცია მიეცათ, რომ ამ მიმართულებითაც შეთხზან ფსევდო-დასკვნები.
ევროპარლამენტარ გრეგოროვას მსგავს შერჩევითად შემფასებლებს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მოლდოვაში და შიც გააუქმეს პარტიები, მაგრამ ეს არ ყოფილა პრობლემა ბრიუსელში.
ქართულ რეალობაში საუბარი არა “ნაცმოძრაობის” გაუქმებაზეა, არამედ სამართლიანობის აღდგენასა და კანონის უზენაესობაზე, რაც ფუძემდებლურია ნამდვილი ევროპული და არა “ლობისტური დემოკრატიისთვის”“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან