სატრანსფერო საგა დასრულდა? – მბაპემ “რეალში” გადასვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Le Parisien-ის ინფორმაციით, ზაფხულში კილიან მბაპე მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გახდება.
ფრანგმა თავდამსხმელმა მის ამჟამინდელ გუნდ პსჟ-ის უკვე შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგლძრივებს და “სანტიაგო ბერნაბეუს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს.
პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელებმა კილიან შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს და ერთ-ერთი კანდიდატიც შეარჩიეს.
“პარკ დე ფრანსზე” “მილანის” შემტევის რაფაელ ლეაოს მიყვანა სურთ.