სატრანსპორტო კოლაფსი – მოქალაქეები ღამეს ავტომობილებში ათევენ

კობი–გუდაურის მონაკვეთზე სატრანსპორტო კოლაფსია – უკვე მეორე ღამე ათობით ადამიანი ღამეს ავტომობილებში ათევს. მაგისტრალი ზვავსაშიშროების მაღალი რისკის გამო გუშინ ჩაიკეტა და ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება მოძრაობა.

ადგილზე დარჩენილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ საწვავისა და საკვების მარაგები ეწურებათ და დახმარებას ითხოვენ. მათივე თქმით, გზაზე არსებულმა გაურკვევლობამ მძიმე ჰუმანიტარული ვითარება შექმნა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად იმყოფება გაჩერებულ ტრანსპორტში.

მთელი დღეა აქ ვართ, არავინ არაფერს გვეუბნება, საწვავის და საკვების მარაგი გვიმთავრდება, ძალიან რთულ სიტუციაში ვართ, გზაზე მოძრაობა შეუძლებელია. ნისლია, მაგრამ იმას არავინ ამბობს, როდის გაიხსნება მოძრაობა, – ამბობს მოქალაქე. 

მეორე დღეა აქ ვართ. ამბობენ, რომ გზები იწმინდებაო, მაგრამ ზუსტ დროს ვერ გვეუბნებიან. ქართელებმა შეგვიფარეს და მადლობლები ვართ, – ამბობს კიდევ ერთი მგზავრი.