სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე კვლავ Georgian Airlines-ი ლიდერობს – TOP-5 ავიაკომპანია

2024 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 574 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით -5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 92 რეისი განახორციელა.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც 2024 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 76 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური ავიაკომპანია Airest-ია, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 8 თვეში 68 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ია, რომელიც 8 თვეში საქართველოში 51 ფრენას მოემსახურა.
დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:
Georgian Airlines;
Turkish Cargo;
Geo Sky;
Airest;
MNG Airlines.
avianews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა