სატვირთო ავიაკომპანია Supernova Airlines უკრაინაში ფრენების დასაწყებად ემზადება

სატვირთო ავიაკომპანია Supernova Airlines ში ფრენების დასაწყებად ემზადება
სატვირთო ავიაკომპანია Supernova Airlines უკრაინაში ფრენის დასაწყებად მზადაა.
უკრაინის ბაზარზე ლიდერი ლოგისტიკური კომპანია „Новая Почты“-ს თანადამფუძნებელი თვლის, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე უნდა გაიხსნას, მაგალითად კი მოჰყავს, რომელიც ასევე საომარი მოქმედებების ქვეშაა, თუმცა საჰაერო სივრცე არ ჩაუკეტავს.
სატვირთო ავიაკომპანია Supernova Airlines, რომელიც „Новая Почты“-ს მფლობელებს, ვიაჩესლავ კლიმოვსა და ვლადიმირ პოპერეშნიუკს ეკუთვნით, უკრაინიდან ავიაგადაზიდვებისთვის მზადაა, ამის შესახებ კლიმოვმა უკრაინული ბიზნესგამოცემასთან განაცხადა. მისივე თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენისთვის ორი მთავარი გამოწვევა არსებობს:
· უსაფრთხოება –კოორდინაცია საჰაერო თავდაცვასა და საჰაერო ძალებთან კოორდინაციით.
· დაზღვევა– ისეთი კომპანიების მოძიება, რომლებიც მზად იქნებიან ფრენების დასაზღვევად.
,,უსაფრთხოების ელემენტარული გარანტიების მიღებისთანავე ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც იფრენს. მოუთმენლად ველოდებით საჰაერო სივრცის გახსნას. როგორც მეწარმე და ლოგისტი, ვფიქრობ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასრულებამდე შესაძლებელია როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო ავიამიმოსვლის დაწყება. არსებობს ისრაელის მაგალითი: მიუხედავად დაბომბვებისა, მთელი მსოფლიო დაფრინავს თელ-ავივში. კარგი ორგანიზების პირობებში ეს შესაძლებელია,“– აღნიშნა კლიმოვმა.