სატენდერო გარანტია – უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

არაერთი ბიზნესისთვის სატენდერო გარანტიის წარდგენას ტენდერში წარმატებული მონაწილეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წარსულში ამ დოკუმენტის მიღება ფილიალში ვიზიტთან და ხანგრძლივ დროსთან იყო დაკავშირებული. დღეს კი, როდესაც სისწრაფე და მოქნილობა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, საქართველოს ბანკმა სატენდერო გარანტიის აღების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივა და ციფრულ სივრცეშიც გადაიტანა.
ახლა უკვე მომხმარებელს სატენდერო გარანტიის მიღება ბიზნეს მობილბანკიდან, უზრუნველყოფის გარეშე, 1 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. ამ ინტერვიუში ს ციფრული პროდუქტების ოუნერი, ანი ქობალია გვიამბობს, როგორ მუშაობს ახალი სერვისი, რა სიახლეები მოიტანა და როგორ ეხმარება ის ბიზნესს ზრდაში.
ბიზნესის რა საჭიროებას პასუხობს ახალი გადაწყვეტა – სატენდერო გარანტიის გამარტივებული მიღება ბიზნეს მობილბანკში?
ტენდერში მონაწილე ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია მოთხოვნილი გარანტიის დროულად წარდგენა. შესაბამისად, კრიტიკულია, რომ მისი მიღების პროცესი სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს.
ადრე პროცესი ფილიალში ვიზიტს, მენეჯერთან კომუნიკაციასა და ლოდინს მოიცავდა. ახალი გადაწყვეტა კი სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს. ახლა ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა გაიაქტიურონ სატენდერო გარანტია ციფრულად, უმოკლეს დროში. ეს კი მათ ანიჭებს მეტ მოქნილობას, ტენდერის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას აძლევს და, საბოლოოდ ზრდის ბიზნესის კონკურენტუნარიანობას.
დაგვიხასიათეთ, როგორ ხდება სატენდერო გარანტიის აღება ტექნიკურად – როგორია ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესი ბიზნეს მობილბანკში?
სატენდერო გარანტიის მიღება ბიზნეს მობილბანკში მარტივი და სრულიად ციფრული პროცესია. მომხმარებელი სატენდერო გარანტიის არჩევისას რამდენიმე ეტაპს გადის:
მომხმარებელს შეჰყავს მონაცემები, როგორებიცაა ტენდერის ნომერი, მოთხოვნილი თანხა, ვადა, რის შემდეგაც ხელმოწერით განაცხადს ეთანხმება და იწყება ავტომატური ანალიზის პროცესი. დაახლოებით ნახევარ წუთში მომხმარებელი არხშივე ხედავს გადაწყვეტილებას.­
დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომხმარებელს აპლიკაციაშივე უჩნდება გასააქტიურებელი გარანტია, შესაბამისად შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს დეტალებს, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას და გაიაქტიუროს გარანტია.
მომხმარებელი პროცესს სრულიად დამოუკიდებლად რამდენიმე წუთში ასრულებს. ეს კი ბიზნეს დროსა და რესურსებს უზოგავს.
უკვე მიიღეთ გარკვეული უკუკავშირი პირველი მომხმარებლებისგან?
რა თქმა უნდა, მომხმარებლებმა უკვე გაგვიზიარეს საკუთარი შთაბეჭდილება პროდუქტზე. მათთვის ყველაზე ღირებული აღმოჩნდა ის რომ, გარანტიის მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა პროცესის დაწყებისთანავე აშკარად იგრძნობა.
და ბოლოს: როგორ ხედავთ ბიზნეს მობილბანკის როლს საშუალო და მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაში მომავალი 1-2 წლის განმავლობაში?
ჩვენი ხედვაა, რომ ბიზნეს მობილბანკი იყოს ციფრული პლატფორმა, რომელიც მეწარმეს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად, მოქნილად და ეფექტურად მართოს საკუთარი ბიზნესის საკვანძო პროცესები, ფინანსებიდან ­­‑ ადმინისტრირებამდე, ნებისმიერ დროსა და ადგილას.
ინფორმაციისთვის, ამჯერად სატენდერო გარანტიის მიღება 65%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან.