„სატენდერო გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში“ – ინტერვიუ ლიკა თავართქილაძესთან

თანამედროვე ბიზნეს ლანდშაფტს არაერთი ნიუანსი ახასიათებს. ამ სივრცეში ვერ იპოვით ისეთ მოთამაშეს, რომლის მისია გაფართოება, განვითარება და ახალი პროექტების შესრულება არაა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ტენდერები, რომელიც პროდუქტის, სერვისის ან გარკვეული სამუშაოს შესყიდვის სპეციფიკური ფორმაა. ამის მიხედვით, პროექტში მონაწილეობის მსურველმა ბიზნესმა წინასწარ უნდა წარადგინოს საკუთარი წინადადება, ტენდერის გამომცხადებელი ორგანიზაცია კი განაცხადების მიღების შემდეგ ყველაზე ოპტიმალურს ირჩევს.
სატენდერო განაცხადის წარდგენას გარკვეული წესების შესრულება სჭირდება, მათ შორისაა სატენდერო გარანტიის მომზადება, რომელიც ს ბიზნეს ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი და ტენდერში მონაწილეობის მსურველებს, დროისა და რესურსების დაზოგვაში ეხმარება.