სატენდერო გარანტია ახლა უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი კიდევ უფრო მეტად გაამარტივა. მისი აღება ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკში არის შესაძლებელი და მას 1 საათზე ნაკლებ დროში აიღებთ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 65%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.

სატენდერო გარანტიით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის, უზრუნველყოფის გარეშე. დამტკიცებისა და გააქტიურების პროცესი მომენტალურია და ტენდერის დასრულებამდე ბიზნეს მომხმარებლებს მის უზრუნველსაყოფად თანხის გაჩერება არ უწევთ.

სთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება უცვლელი პრიორიტეტია. გარკვეული ფინანსური რისკების შემცირების მიზნით სახელმწიფო/სსიპ ტენდერებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტია წარადგინონ. სწორედ მსგავსი საჭიროების მქონე კომპანიებს ვთავაზობთ სატენდერო გარანტიას უზრუნველყოფის გარეშე ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში 1 საათზე ნაკლებ დროში.“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს მობილბანკში სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის, აუცილებელია განაახლოთ აპლიკაცია.

სატენდერო გარანტიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.