სატელიტური ფოტოები რუსეთის იარაღის საწყობებზე შეტევის შედეგზე მსჯელობის საშუალებას იძლევა

რუსეთის ორ რეგიონში საბრძოლო მასალების საწყობებზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგებზე მსჯელობის საშუალებას იძლევა სხვადასხვა კომპანიის მიერ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები.
კრასნოდარის და ტვერის ოლქებში ს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე იერიში 21 სექტემბერს განხორციელდა.
რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა კომპანია Sentinel Hub-ის სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ასახულია კრასნოდარის მხარის ქალაქ ტიხორეცკთან მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი 20 და 21 სექტემბერს, ობიექტზე უკრაინული დრონებით შეტევამდე და შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის შემდეგ
-ის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენების წინ, ამ საწყობში ინახავს ჩრდილოეთ კორეისგან მიღებულ საბრძოლო მასალებს.
კომპანია Planet Labs-ის სატელიტური ფოტოების მიხედვითაც, 20 სექტემბერს ტიხორეცკის მახლობლად მდებარე ობიექტზე ჩანს ხელუხლებელი ნაგებობები, ხოლო 21 სექტემბრის ფოტოზე ასახულია კვამლი და ხანძრის სავარაუდო კერები.
BBC-ს ვერიფიკაციის სამსახურმა დაადასტურა, რომ ორივე ფოტო გადაღებულია ტიხორეცკთან მდებარე დაბა კამენნიში, სადაც რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობი მდებარეობს.
რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა რუსეთის ტვერის ოლქის დაბა ოქტიაბრსკიში მდებარე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალზე დრონებით შეტევიდან მეორე დღეს, 22 სექტემბერს გადაღებული სატელიტური ფოტოებიც. ამ მასალის მიხედვით, ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში სრულად დამწვარია საბრძოლო მასალების საცავების ნახევარზე მეტი, სამხრეთ ნაწილი კი პრაქტიკულად ხელუხლებელია.
ოქტიაბრსკის სამხედრო ობიექტი განთავსებულია ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცის სიახლოვეს. 18 სექტემბერს უკრაინული დრონები შეტევა იყო ტოროპეცში მდებარე საწყობზეც.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტოროპეცში წარმატებით შეუტიეს და გაანადგურეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს დიდი საწყობი, სადაც ინახებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების, „ისკანდერის” და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, “ტოჩკა უ-ს” რაკეტები, საავიაციო ბომბები და არტილერიის საბრძოლო მასალები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავის საწყობებზე უკრაინული დრონებით შეტევების შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება