სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ნავთობს იღებს – ბრიტანელი ანალიტიკოსები

ბრიტანულმა ორგანიზაციამ “Open Source Centre”-მა და ტელეკომპანია BBC-იმ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო 8 თვის განმავლობაშ, სგან დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო. ეს კი გაეროს სანქციების დარღვევაა.
ჩრდილოეთ კორეული ნავთობის ტანკერები მარტიდან მოყოლებული რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ვოსტოჩნის პორტში 40-ზე მეტჯერ გაჩერდნენ. ამ დასკვნას “ღია მონაცემთა ცენტრის” ანალიტიკოსები მონაცემთა და სატელიტური სურათების ანალიზის შედეგად აკეთებენ.
“ათობით მაღალი რეზოლუციის სატელიტური ფოტო, ავტომატური ამოცნობის სისტემის მონაცემები და იმ საზღვაო პატრულის მისიების მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს სანქციების დამრღვევი ქმედებების კონტროლია, მიუთითებს, რომ ჩრდილოკორეული ტანკერები გამუდმებით იტვირთებოდა რუსული პორტ “ვოსტოჩნის” ნავთობის ტერმინალზე”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. ამ ცნობებზე კომენტარი არც გაეროს პრეს-სპიკერს გაუკეთებია.
გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა გამუდმებით ახორციელებს ნავთობპროდუქტების უკანონო იმპორტს და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დაკისრებულ სანქციებს არღვევს. ამ შეზღუდვების თანახმად, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამისა და რაკეტების განვითარების გამო მხოლოდ 500 000 ბარელი ნავთობპროდუქტის იმპორტი შეუძლია.
ფხენიანმა და მოსკოვმა ბოლო წლებში ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობა გააღრმავეს. ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში გასულ ივნისში ჩავიდა და მხარეები თავდაცვით პაქტზე შეთანხმდნენ. გაღრმავდა სამხედრო თანამშრომლობაც. , ამერიკა და სამხრეთ კორეა ირწმუნებიან, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სამხედრო აღჭურვილობას აწვდიდა და ახლა უკვე 10 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რუსეთის ელჩი გაეროში ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოსკოვის თანამშრომლობა არანაირ საერთაშორისო კანონმდებლობას არ არღვევს.