სატელეფონო საუბრის დროს პატივს სცემდა კანადის სუვერენიტეტს – კანადის პრემიერ-მინისტრი

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს -ის პრეზიდენტი პატივს სცემდა კანადის სუვერენიტეტს.
კარნიმ ტრამპმთან საუბარი შეაფასა, როგორც „ძალიან კონსტრუქციული”.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი და შევთანხმდით, ფედერალური არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყოთ ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები ორ სუვერენულ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობები ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში”, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამმა კანადის ლიდერთან საუბარს „უკიდურესად ნაყოფიერი” უწოდა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საუბრის შემდეგ ტრამპი კანადის მიმართ უფრო პოზიტიურად განწყობილი ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას ყოველთვის უყვარდა კანადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის კანადის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არჩევნების შემდეგ გეგმავს. კანადაში საპარლამენტო 28 აპრილს არის დაგეგმილი.
ცნობისათვის, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ უწოდა კანადას „51-ე შტატი”, მარკ კარნის წინამორბედ ჯასტინ ტრიუდოს კი – „კანადის გუბერნატორი”.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…