სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლები

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს.
ComCom-მა, ტელევიზიების მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ რეკლამის დამკვეთები ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც ამაში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ.
როგორც ირკვევა, გასულ კვარტალში „ტელეიმედს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა“-მ, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“-მა, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა, „ნესტლე საქართველო“-მ, „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „ავერსი ფარმა“-მ, „Reckitt Benckiser healthcare“-მ და „მაკდონალდსმა“ გადაუხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „იბერია რეფრეშმენტსი“-მა დახარჯა.
„პოსტვ“-ზე რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „ჯეოკეპ“-მა, „შპს სადისტრიბუციო კომპანიამ“, „ბუნებრივმა აირმა“, „სტერეო+“-მა, „რესპუბლიკამ“ გადაიხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხა „ქართული რძის პროდუქტებმა“, შპს „ბუნება“-მ, გიორგი სანებლიძემ, „ტიფლის ფაბ“-მა და შპს „გრინ ლენდი“-მ დახარჯეს.
„რუსთავი 2“-ში (მედია ჰოლდინგი) რეკლამებისთვის „პსპ ფარმა“-მ და „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯეს, „ავერსი ფარმა“-მ და „ნესტლე საქართველო“-მ 50 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „მარტინ პამაჩ“-მა, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare“-მ, „ლაქტალის ჯორჯია“-მ, „ ბანკმა“ და „იბერია რეფრეშმენტსმა“ 7 000-დან 50 000 ლარამდე.
„ტელეკომპანია პირველის“ უმსხვილესი დამკვეთი იყო „პსპ ფარმა“, რომელმაც კომპანიას 100 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადა. მეორე ადგილზე, 50 000-დან 100 000 ლარამდე დანახარჯით, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიაა“. ტელევიზიაში რეკლამებისთვის 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს კომპანიებმა: „პირველი მეღვინეობა“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „მაკდონალდსი“, „ევრომეტალი“, „სელფი მობაილ“, „სილქნეტი“, „ლიბერთი ბანკი“ და „დანკინ დონათსი“.
რაც შეეხება „მთავარი არხს“, ამ ტელეკომპანიას 100 000-დან 500 000 ლარამდე სარეკლამო დაკვეთა “კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „პსპ ფარმა“-მ და „ავერსი ფარმა“-მ მისცეს. რეკლამებში 50 000-დან 100 000 ლარამდე „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“-მა, „მაკდონალდსმა“, „სელფი მობაილ“-მა და „დიპლომატ ჯორჯია“-მ დახარჯეს, Henkel Central Asia Caucasus-მა, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-მ და „გლოვო“-მ კი ტელევიზიას 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს.
ComCom-ის ინფორმაციით, „ფორმულას“ დამკვეთ უმსხვილეს კომპანიებს შორის ვხვდებით „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და „პსპ ფარმას“, რომლებმაც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს. კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს არიან: „“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, „ ბანკი“, „ორთაჭალა გეითი“, „შპს სადისტრიბუციო კომპანია“, „ემტექნიკსი“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“.
„ჯი-დი-ეს“-ის დამკვეთები, რომლებმაც მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაუხადეს არიან: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“, Reckitt Benckiser healthcare, „იბერია რეფრეშმენტსი“, Henkel Central Asia Caucasus, „გლოვო“, „ნესტლე საქართველო“, „ვოლტი“, „მონდელიზ საქართველო“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „ლაქტალის ჯორჯია“.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს