უეფას ეთიკის კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია ტირანაში საქართველოს ნაკრებთან მატჩისას ტრიბუნებიდან ნივთების სროლისთვის 4 750 ევროთი, სტადიონის კიბეებზე გულშემატკივართა ჯდომისა და გადაკეტვისათვის 18 ათასით, საქართველოს ჰიმნის სტვენისათვის კი 12 500 ევროთი დააჯარიმა.
Euroneambs Albania-სთან ვრცელ ინტერვიუში ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმანდ დუკამ განაცხადა, რომ ფეხბურთში მსგავსი რამის ადგილი არ არის, პრაღაში მათ დროშას შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა ჩეხები მათი წინააღმდეგი არ არიან, საქართველოსთან შეხვედრისას ზოგიერთმა უსტვინა, რაც არ უნდა მომხდარიყო და დასაგმობია, ამის გამო უეფასგან სასჯელი დაიმსახურეს, თბილისში კი მაყურებლებმა ალბანეთის
ჰიმნზე ტაში დაუკრეს, რაც ტირანაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ქართველებისთვის ძნელი გასაკეთებელი იყო და ეს შეუძლიათ მაგალითად გამოიყენონ.
თბილისში ნამატჩევს ალბანელთა მწვრთნელმა სილვინიომ თქვა, რომ მეტოქე გუნდის ქომაგების მიერ ალბანეთის ჰიმნზე ტაშის დაკვრა კარგი და დასაფასებელი ჟესტი გახლდათ.