სასჯელი – ევროკავშირში მიღება – ირაკლი რუხაძის სკანდალური ინტერვიუ და საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის ამოღებას – ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.
ხდება აპელირება იმაზე, 80 პროცენტს საქართველოს მოსახლეობის უნდა ევროკავშირში შესვლა. მინდა შესვლას ბევრი ამბობს, მაგრამ მნიშვნელოვანია – ამბობს ბევრად პატარა ნაწილი. ჩვენ ახლა ავიღეთ და ეს რაღაცნაირად გავაფეტიშეთ. იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ წერია კონსტიტუციაში. ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში, საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავთ, არ უნდა ჩაგვეწერა, სხვა ის არის, რა უნდა, ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია. მახინჯად შემოსული, ანუ ჩვენ არ მივყავდით – 2022-ში რომ გვითხრეს, მოდით, ბიჭებო, დროზე ადრე შემოიტანეთო, ცუდი მიზნის გამო, ცუდი რაღაცის გამო გვითხრეს, იმიტომ, რომ მე ასე მგონია, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არ შევყევით ომში, მე მიმაჩნია, რომ უნდა დავწყნარდეთ, უნდა დავფიქრდეთ და ბავშვი არ გადავაყოლოთ წყალს. ცუდად მოვიქეცით, დაგვაჯილდოვეს, მოდით, უფრო ადრე მიგიღებთ ევროკავშირში, მე მაშინვე შემეშინდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ ვხვდებოდი, რომ ეს არ ხდება, შეუძლებელია მართლა დაგაჯილდოონ, როცა ცუდად… და დაგსაჯონ, ამიტომ მე ეს მივიღე როგორც ჩვენი დასჯის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენ ახლა დაგვსჯიან და გვსჯიან ისე, რომ მოდით, დროზე ადრე შემოდით ევროკავშირში,“ – ამბობს რუხაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია