სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს, ორგანიზაცია „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე” უნდა გამოცხადდეს ყველაზე ობიექტურ შემფასებლად მსოფლიოში!

სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს, ორგანიზაცია „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე” უნდა გამოცხადდეს ყველაზე ობიექტურ შემფასებლად მსოფლიოში!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ეხმიანება ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპაში პრესის თავისუფლების მიხედვით ბოლოდან მე-4 ადგილზეა.
როგორც კირცხალია წერს, “ნოდარ მელაძეს და სხვა გმირ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ უფლება, ნებისმიერი პოლიტიკოსი ყოველგვარი განმარტების გარეშე ფანჯრიდან გადააგდონ”, ქვეყანა კი სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს.
“მე ვფიქრობ, ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელია და სასწრაფოდ უნდა მოვხსნათ გაუგონარი წნეხი მედიაზე. ბოლო დროს მათ შიში და კრიტიკული კითხვებისგან თავშეკავება პირად საუბრებშიც კი აშკარად შეეტყოთ. ასევე, უნდა გაიხსნას ჩვენს მიერ დახურული ყველა მედიასაშუალება, ხოლო ახალი ტელევიზიის გახსნა ნებისმიერი რაიონული პარტიული ოფისიდან გაუსვლელად უნდა გახდეს შესაძლებელი.
ნოდარ მელაძეს და სხვა გმირ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ უფლება, ნებისმიერი პოლიტიკოსი ყოველგვარი განმარტების გარეშე ფანჯრიდან გადააგდონ, ხოლო პოლიტიკოსებს დაუწესდეთ ვალდებულება, ჰაერშივე გასცენ პასუხი ნებისმიერ კითხვას! პარალელურად, ტელეკომპანია „იმედი” უნდა გადაეცეს ნაციონალურ მოძრაობას, „რუსთავი 2” -„ლელოს”, „პოსტივი” – გვარამიას და „ჯიდიესი” – გახარიას.
სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!
რაც შეეხება ორგანიზაციას „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე”, ის უნდა გამოცხადდეს ყველაზე ობიექტურ შემფასებლად მსოფლიოში!
პ.ს. ყველას ძალიან ვთხოვ თავი შეიკავონ ისეთი არაევროპული და პროვინციული კომენტარებისგან, როგორიცაა „მაგ სიმართლით იარონ მაგათმა” და სხვა.” – წერს ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა