ბელგიის პრემიერმინისტრი ალექსანდერ დე კრუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს და წერს, რომ ბელგია მტკიცედ უჭერს მხარს ქართველების ევროპულ მისწრაფებას.
ის ამბობს, რომ საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.
“ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების უკან.
საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – წერს ის X-ზე.
Just called President @Zourabichvili_S of Georgia
Belgium stands firmly behind the people of Georgia and their European aspirations.
Electoral irregularities must be addressed urgently.
We emphasize the need for dialogue to ensure peace and stability in the region.— Alexander De Croo (@alexanderdecroo) November 5, 2024