“სასწაული ხარ” – ულამაზესი თაკო ჩხეიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

· 44
ქართველი მოდელი, თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და, განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო, მალევე შეიყვარა კიდეც.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო „IMG“-ში და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.
სულ ცოტა ხნის წინ თაკო ჩხეიძემ და მისმა მეუღლემ, რუსლან აბაშიძემ ქორწინების 24 წელი აღნიშნეს. ქართველი დიპლომატი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში. 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.
თაკო ჩხეიძე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება უფროს ვაჟთან, სერგისთან ერთად. სერგი საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო, შემდეგ კი სწავლის ევროპაში, შვეიცარიასა და ესტონეთში გაგრძელება გადაწყვიტა. სერგიმ მადრიდში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში პროფესიულ მიმართულებად ბიზნესის სფერო აირჩია.
ამჯერად თაკო “ინსტაგრამზე” ახალ ფოტოებს აქვეყნებს :