სასულიერო პირის მიმართვა დონალდ ტრამპს: ღვთის სახელით, მოგმართავთ თხოვნით, გაიღოთ მოწყალება ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა შეშინებული არიან

“ბატონო პრეზიდენტო, გუშინ განაცხადეთ, რომ თქვენს გადარჩენაში ღვთის ხელი ურევია.
ამიტომ ღვთის სახელით, მოგმართავთ თხოვნით, გაიღოთ მოწყალება ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა შეშინებული არიან.
Ჩვენს ოჯახებში, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, არიან არატრადიციული ორიენტაციის ბავშვები, რომლებიც შიშობენ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
Ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენთვის მოყავთ მოსავალი, ალაგებენ შენობებს, მუშაობენ ფერმებში, საწარმოებში, რეცხავენ ჭურჭელს იმ რესტორნებში, სადაც ჩვენ დავდივართ.
ისინი, შეიძლება არ არიან მოქალაქეები ან არ აქვთ სათანადო საბუთები, თუმცა მათი უმრავლესობა არ არის კრიმინალი. ისინი იხდიან გადასახადებს და არიან კარგი მეზობლები, არიან ჩვენი ეკლესიების, მეჩეთების, სინაგოგების და ტაძრების ერთგული მრევლი.
გთხოვთ გაიღოთ მოწყალება იმ ადამიანების მიმართ, ვინც გამოექცა ომს და დევნას საკუთარი ქვეყნიდან, რათა ჩვენს ქვეყანაში ეპოვა თავშესაფარი და თანაგრძნობა. ღმერთი გვასწავლის, რომ უნდა ვიყოთ მოწყალეები უცხოთა მიმართ, რამეთუ ჩვენ, ერთ დროს, თავად ვიყავით უცხო ამ ქვეყანაში.”
ტექსტი და ვიდეო სოციალური ქსელით ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა