სასტუმრო COMMUNAL KUTAISI გამოცემა TIME-ის “2024 წლის საუკეთესო ადგილების” სიაში მოხვდა

ქუთაისში მდებარე სასტუმრო Communal Kutaisi გამოცემა Time-ის 2024 წლის საუკეთესო ადგილების სიაში მოხვდა.
გამოცემამ ხაზი გაუსვა სასტუმროს დიზაინს, რომელშიც ქალაქის კულტურული წარსული არის ასახული.
სასტუმროს დიზაინი კატია სამსონაძეს ეკუთვნის. Communal Kutaisi-ს ტერიტორიაზე მოქმედებს რესტორანი Doli, რომელიც გამოცემამ ასე დაახასიათა:
“სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული რესტორანი Doli, ნახშირისფერი ჭერით და რესტავრირებული კერამიკული ბუხრით, მწერალთა სალონს გავს”. – წერს Time.
Communal სასტუმროების ქსელია, ქუთაისის გარდა ბრენდი თბილისსა და თელავშია წარმოდგენილი.