სასტუმრო, რომელმაც პროტესტის ნიშნად გადასახადების გადახდაზე უარი თქვა, იყიდება – განცხადება

სასტუმრო, რომელმაც პროტესტის ნიშნად გადასახადების გადახდაზე უარი თქვა, იყიდება.
საქმე ის გახლავთ, რომ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Residence Hill SOPRA ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთებას გამოთქვა და პროტესტის ნიშნად, დროებით შეწყვიტა ყველა გადასახადის გადახდა.
საჯაროდ გამოცხადებული დაუმორჩილებლობიდან თვე-ნახევარში, სასტუმრო იყიდება.
“გაიხსენებთ ალბათ, რომ ჩვენი სასტუმრო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაუმორჩილებლობა გამოხატა და უარი თქვა იმ მთავრობის წევრების დაფინანსებაზე, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ამის შემდეგ, ჩვენს მიმართ სხვადასხვა ხელოვნური ბარიერები გაჩნდა – დაგვიყადაღეს ანგარიშები, შეგვიქმნეს დაბრკოლებები, რაც საბოლოოდ სასტუმროს დახურვამდე მივიდა.
არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს დიდი ეჭვი, რომ გათბობის სისტემა მიზანმიმართულად გაგვიფუჭეს, რამაც დამატებითი ზიანი მოგვაყენა. ამ მომენტისთვის გაზიც შეწყვეტილი გვაქვს, რის გამოც სასტუმროს ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა. ფაქტობრივად, 20 000 ლარის გამო ვერ ვამუშავებთ ობიექტს.
არ ვაქვეყნებ ამ პოსტს იმისთვის, რომ ვინმესგან თანხის შეგროვება ან ფინანსური დახმარება ვითხოვო. ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს. Hotel Residence Hill SOPRA-ს ისტორია ბევრს ახსოვს და იცის, რატომ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე”, – წერია განცხადებაში.
ახლა, 13 ოთახიანი სასტუმრო იყიდება. აღწერა: