სასტუმრო „კოპალაში“ მიხეილ სააკაშვილის წიგნის „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „კოპალაში“, მესამე პრეზიდენტის, ს წიგნის „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პრეზენტაცია დასავლური ვექტორის [ორგანიზაციების] ორგანიზებით გაიმართა, ხაზი გაესვა, რომ წარმოდგენილი განახლებული გამოცემა უფრო სრულყოფილად აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა ავტორის მიერ წიგნში აღწერილ პერიოდში.
პრეზენტაციის შემდეგ წიგნთან დაკავშირებით ისაუბრა მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.
„გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის წიგნი. ვატარებთ პრეზენტაციას სხვადასხვა ქალაქში და ამჯერად, აქ მოვიდნენ ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ამ წიგნით. იყო ძალიან საინტერესო გამოსვლები, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
„კოპალაში“ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ასევე მიხეილ ანთაძე, , გია ბუღაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები.

ასევე დაგაინტერესებთ