„სასტუმრო „ბანგურიანი“ მხოლოდ 20%-ით არის დატვირთული“ – სვანეთი ტურისტების ნაკლებობას უჩივის

„ამ სეზონზე მესტიაში დამსვენებლების ნაკლებობაა“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმრო ბანგურიანის გაყიდვების მენეჯერმა გვანცა გოგუამ უთხრა. მისი თქმით წლევანდელ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები მაღალი იყო, თუმცა არ გამართლდა და მესტია დატვირთული არ არის.
„წელს მესტიაში ძალიან ცოტა დამსვენებელია, ძირითადად ადგილობრივები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მესტია სათხილამურო კურორტია და მაღალი მოლოდინები გვქონდა, არ გამართლდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონზე მესტიაში დატვირთულობა არ არის. სასტუმრო ბანგურიანი მხოლოდ 20%-ით არის დატვირთული.
კონკრეტულ მიზეზს ვერ დავასახელებთ, ალბათ მაინც ახალი წლების პერიოდში დიდთოვლობა და გზების პრობლემებია მიზეზი. დენის პრობლემა წელს არ ყოფილა.
ჩვენ შემთხვევაში ზამთრის სეზონზე ალბათ უფრო მარკეტინგული აქტივობები დაგვაკლდა,“ – აღნიშნა გვანცა გოგუამ.

ასევე დაგაინტერესებთ