სასტუმრო, აკვაპარკი, ჯაზ კლუბი – Lopota Spa Resort-მა კომპლექსის განვითარებაში ₾30 მილიონის ინვესტიცია ჩადო

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპლექსი Lopota Spa Resort-მა ახალი პროექტების განხორციელებისთვის 30 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. შედეგად ზაფხულის სეზონის დაწყებისთვის, მაისის ბოლოს მე-16, 80-ნომრიანი სასტუმროს ახალი შენობა, ასევე აკვაპარკი, ხოლო ცოტა ხნის წინ „ლოპოტა ჯაზკლუბი“ შეემატა.
“სეზონი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ზაფხულში საკმაოდ მაღალი ინტენსივობითაა დატვირთვა. მაისის ბოლოდან ჩვენ მე-16, 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი გავხსენით, რომელსაც მალევე აკვა პარკის გახსნა შემოემატა. ახლახანს კი, კომპლექსს „ლოპოტა ჯაზკლუბიც“ დაემატა და ყოველ პარასკევიდან კვირის ჩათვლით, კლუბი ე.წ. ლაივ პროგრამებს მასპინძლობს. სამივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს“, – ამბობს Lopota Spa Resort-ის კომერციული დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი კომპლექსის განვითარების შესახებ BM.GE-სთან საუბრისას.