სასტუმროებში მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯი ივლისში 27% -ით გაიზარდა – თიბისი კაპიტალი (bm.ge)

2025 წლის ივლისში, ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის ივლისში – მონაცემებს “” აქვეყნებს.
საინვესტიციო ბანკის ანალიზით, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, წლიურად 27%-ით გაიზარდა მომხმარებლების დანახარჯები და 1 ტრანზაქციაზე საშუალოდ 409 ლარი შეადგინა. “თიბისი კაპიტალის” ცნობით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯები იყო. კერძოდ,მიმდინარე წლის ივლისში, სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სასტუმროებში რეზიდენტების საშუალო უნაღდო დანახარჯი 10%-ით 169 ლარამდე გაიზარდა, არარეზიდენტების უნაღდო ტრანზაქციებში კი ზრდა 32% იყო. შესაბამისად, საშუალო ხარჯი 606 ლარს გაუტოლდა.
bm.ge