სასტუმროების საშუალო დღიური ფასი(ADR) თბილისში შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა – Galt & Taggart

2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სასტუმროს საშუალო ფასი (ADR) 88$-დან 82$ -მდე შემცირდა, ხოლო დატვირთულობა იგივე დარჩა- 39.7%,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საპირისპირო სურათია ბათუმში, სადაც გაზდილია როგორც საშუალო ფასი, ისე სასტუმროს ნომრების დატვირთულობა. ს სასტუმროების დატვირთულობა 40.1%-დან 49.8%-მდე, ხოლო საშუალო ფასი 75-დან 78$ გაიზარდა. Galt & Taggart-ის შეფასებით, აღნიშნული ზრდა ძირითადად ს მოქალეების ვიზიტით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება სამოგზაურო პლატფორმა Airbnb-ის მონაცემებს, აღნიშნული ინფორმაცია კიდევ უფრო უსვამს ხაზს ორს ქალაქს შორის განსხვავებულ ტენდენციებს. კერძოდ: თბილისში დაჯავშნილი ღამეები მცირედით გაიზარდა (+0.8%, 115.5 ათას ღამემდე), მაგრამ ფასი შემცირდა (-3.9%, 48$-მდე ). ბათუმში კი გაიზარდა როგორც მოთხოვნა (+3.8%, 41.9 ათასი ღამე), ისე ფასი (+12.0%, 34$-მდე ).