სასტუმროების ინდუსტრიაში შერწყმისა და შესყიდვების რაოდენობა მცირდება – PwC

PwC-ის ახალი გლობალური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში შერწყმისა და შესყიდვების რაოდენობა წლიურ გამოხატულებაში შემცირდა.
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტებმა წლის შუა პერიოდის პროგნოზში დაადგინეს, რომ სტუმართმოყვარეობისა და დასვენების სექტორში 2025 წლის 15 მაისისთვის დადებული გარიგებების საერთო ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა – ეს 2024 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია.
PwC ასახელებს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც ამგვარ ტრანზაქციებს ანელებს, რომელთა შორისაა „სესხების მაღალი ხარჯები, შეფასების შეუსაბამობები და პოლიტიკური გაურკვევლობა“.
კერძო კაპიტალით დაფინანსებული სტუმართმოყვარეობისა და დასვენების სფეროებში გარიგებების რაოდენობა განსაკუთრებით 2025 წელს შემცირდა, სადაც 2025 წლის პირველი 4.5 თვის განმავლობაში კერძო კაპიტალის გარიგებების საერთო რაოდენობის 7%-ს შეადგენდა. შედარებისთვის: 2024 წელს ეს მაჩვენებელი 43% იყო.
ვრცლად buyingbusinesstravel–ზე