სასტიკი მკვლელობა თბილისში – 26 წლის ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ მშენებარე კორპუსიდან გადააგდეს და დაწვეს

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი
წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით და ამ ომში საქართველო არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო