შეიქმნა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალგაზრდების სპორტში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ფონდი შეიქმნა იმ რწმენით, რომ სპორტი მხოლოდ ფიზიკური აქტივობა კი არაა, არამედ საზოგადოების გაერთიანებისა და პროგრესის ძლიერი ინსტრუმენტია.
ფონდი აქტიურად ითანამშრომლებს სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და სპორტულ კლუბებთან, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში. ასევე დაგეგმილია პარტნიორობა კერძო სექტორთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რაც ხელს შეუწყობს პროექტების მასშტაბურ და გრძელვადიან განვითარებას.
ფონდი მიიჩნევს, რომ თითოეული ახალი სპორტული სივრცე და პროექტი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას, ბიზნეს სექტორსა და ყველა დაინტერესებულ პირს, გაერთიანდნენ ერთიანი მიზნის გარშემო – ჯანსაღი, აქტიური და ძლიერი თაობის შექმნისათვის.
ფონდის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ფონდის ოფიციალურ ვებ საიტსა https://sportfund.ge და ფეისბუქ გვერდს.
მოტო ევაკუატორი თბილისში – სანდო და სწრაფი დახმარება გზაზე
ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?
“დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია” – ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
