სასიხარულოა ბატონ ჯორჯ სიმეონის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება

მიმდინარე წლის 4 მაისს რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო ს პირველ ტურში პარტიის “ალიანსი რუმინელების ერთიანობისთვის” (AUR) კანდიდატის, ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკოსი ჯორჯე სიმეონის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
დეპუტატი ულოცავს სიმეონს გამარჯვებას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი მიდგომების და პოლიტიკური ხედვების მქონე პოლიტიკოსები ევროპის სხვა ქვეყნების სათავეებშიც მოვლენ, რაც მსოფლიო გეოპოლიტიკას ძირეულად შეცვლის.
“სასიხარულოა ბატონ ჯორჯ სიმეონის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება. მსოფლიო ტრენდად ქცეული ნეოლიბერალიზმი და, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად დაარქვა „ლგბტ სიგიჟეები“, უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ცივილიზებულ საზოგადოებებში. იმედია, რუმინეთის მსგავსად სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობაც უფრო გააქტიურდება და ეროვნული მიდგომებით გამორჩეულ პოლიტიკოსებს მიანდობენ საკუთარი ქვეყნების მართვას. დროა, გეოპოლიტიკამ სერიოზული ცვლილებები განიცადოს და ტრადიციულ ღირებულებებს დაეფუძნოს.
ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ რუმინეთში პროცესები წარიმართება ისე, როგორც ეს უკეთესია რუმინელი ხალხისთვის და დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის.,“ – წერს ეკა სეფაშვილი. აღსანიშნავია, რომ ჯორჯე სიმეონის კანდიდატურა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისივე პარტიიდან წარდგენილი კანდიდატის და 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალვის შემდეგ დარეგისტრირდა. ამ მოვლენებს სოციალურ ქსელში მაშინაც გამოეხმაურა ეკა სეფაშვილი, რომელიც მაშინ წერდა, რომ ეჭვქვეშ დგებოდა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა არგუმენტებით, რომლებიც შემდეგ მცდარი აღმოჩნდა. სეფაშვილი აღნიშნავდა, რომ რუმინეთში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უნდა უზრუნველეყოთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, 2025 წლის 4 მაისს.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში – ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით

უკვე 225 დღეზე მეტია გრძელდება ოპოზიციის „უწყვეტი პროტესტი” და ამ „პროტესტის უწყვეტობის“ ყოველი ახალი დღე სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების ობიექტურობას და მართლზომიერებას ადასტურებს