სასიამოვნო სიახლე გია ყანჩელზე

ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორზე გია ყანჩელზე სასიამოვნო ამბავი ვრცელდება. გერმანიაში, ბონის ოპერაში მისი ოპერა “და არს მუსიკა” დაიდგმევა. ოპერის რეჟისორი უკრაინელი მაქსიმ დიდენკოა, დირიჟორი – გერმანელი დანიელ იოჰანეს მაიერი.
გიორგი ონიანი, ოპერის მომღერალი:
“გერმანიაში მცხოვრებო ქართველებო! ბონის ოპერაში, ამა წლის ივნის-ივლისში იქნება გია ყანჩელის ოპერა “და არს მუსიკა” (6 სპეკტაკლი). აუცილებლად დაესწარით!”