სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა 64 წლის კონსტანტინე კოკაიამ ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა 64 წლის კონსტანტინე კოკაიამ ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა. ინფორმაცია TV პირველს დალავებულის ადვოკატი უდასტურებს.

მარცხენა თვალში ფაქტობრივად დაკარგა მხედველობა და საერთოდ ვერ აღიქვამს საგნებს. ბუნებრივია, მან მიმართა პენიტენციური სამსახურის დაწესებულების ექიმს – ოფთავმოლოგს, თუმცა დღეის მდგომარეობით არავის მოუკითხავს ამ კუთხით. 

კონსტანტინე კოკაიას ასევე გაკეთებული აქვს გულის ოპერაცია 6 შუნტი ადევს, რაც ნიშნავს იმას, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში სჭირდება გაერზე გადადგილდებოდეს, რისი შესაძლებლობაც პენიტენციურ დაწესებულებაში მას ბუნებრივია არ და ვერ ექნება. 

4 ოქტომბერს სპრეის შესხმის შედეგადაც დაზიანდა მისი მხედველობა, თუმცა ამას ზუსტად თვითონ ვერ დააკონკრეტებს.

ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ  112-ის მწვანე ბარათი, ჩანაწერი სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ და რა ვითარებაში, ბლაგვი საგნის ჩარტყვით მიიღო ეს დაზიანება. ამ კუთხითაც რეაგირება არ ყოფილა. 

ზუსტად ვერ აკონკრეტებს [ვისი მხრიდან მოხდა ბლაგვი საგნის გამოყენება] ფიქრობს, რომ სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რადგან აქციის პირებში საკმაოდ რთული ვითარება იყო”- აცხადებს ადვოკატი. 

ოჯახის ინფორმაციით აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი შეესხა, რამაც სავარაუდოდ მხედველობის გაუარესება გამოიწვია.

კონსტანტინე კოკაია სამართალდამცავებმა 9 ოქტომბერს დააკავეს. მას  9 წლიანი მუხლით ასამარტლებენ.