მე აქედან [პრეზიდენტის სასახლიდან] გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები… მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა – ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.
ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.
ყაველაშვილი ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.