სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო

სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს დიადემა და სარდიონ-ლაზურიტის მძივი ოქროს კულონით. შემომწირველმა (რომელმაც ანონიმურობა ისურვა) განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი კახეთიდანაა და მისი წინაპრების სახლში საუკუნეზე მეტი ხანი ინახებოდა, თუმცა ქართული კულტურისა და სასახლე-მუზეუმების მხარდაჭერის ნიშნად, შემომწირველმა გადაწყვიტა უნიკალური ნივთი მუზეუმისათვის და, მაშასადამე, ქართველი ხალხისათვის გადაეცა საჩუქრად.სასახლე-მუზეუმების გაერთიანება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს ესეოდენ მნიშვნელოვანი შემოწირულობისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”