“სასაფლაოზე შეკრებილი გურულების სააღდგომო ტრაპეზის აღწერას ნიჭიერი მწერლის კალამი ჭირდება” – თარგამაძე

ბავშვობის არდადეგების უმრავლესობა გურიაში, ბებიასთან მაქვს გატარებული. აღდგომასაც, არაერთხელ, იქ შევხვედრივარ. სასაფლაოზე შეკრებილი გურულების სააღდგომო ტრაპეზის აღწერას ნიჭიერი მწერლის, ან პოეტის კალამი ჭირდება. წარმოსახვა შეუძლია გათიშოს – ასეთ სილამაზეს, მხიარულებას, მისტიურობას, თან ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში მყოფს – ვერ წარმოიდგენს.. საფლავებს შორის, მინდორზე გაშლილი სუფრები, ერთმანეთის მოკითხვასა და მოფერებაში გადახლართული გურულები გამახსენდა, აღდგომის მახარობლები ერთად რომ მღეროდნენ, ისე, თითქოს საფლავებიდან ამოძახილსაც უწყობდნენ ხმებში.. წელს აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დაწყებას გიორგობა დაგვემთხვა. უნდა მომელოცა ყველასთვის. მარტო გიორგები არ ვართ პრივილიგირებულნი – წმ. გიორგი საქართველოს მფარველია. ვინც თავისუფლებისთვის, რუსული სიბნელისგან სამშობლოს და ჩვენი მომავლის დასახსნელად იბრძვით – ყველას გაგიმარჯვოთ! რუსული ბანგით შეცდენილ-მოწამლულებს ღმერთმა გონება გაუხსნას და გაუნათოს გალაქტიონი რამ გამახსენა – აღდგომაზე გურიაში, ბოროტების განმგმირავ წმ გიორგიზე და სიხარულის, სიამაყის, იმედის და გარდაუვალი გამარჯვების შეგრძნებაზე, რომელიც წალეკვით ემუქრება მანკიერებას – ყველაფერს რაც დღემდე ხელოვნურად გვაპირისპირებს – თქვენც ადვილად მიხვდებით:
,,..ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში, არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში, არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი, არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი, და არსად, მთელ ქვეყანაზე, არ ჰკოცნიან ისე ვნებით, ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით. ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში, როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში. “
გილოცავთ გიორგობას!

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება