სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე

ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე. ეს არის სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მ აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე.
„რაც შეეხება ორ მოსამართლეს, ვერ ჩავერევი სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ მე მგონია, რომ ერთს მინიმუმ აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვების კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რა განცხადების გაკეთებასაც ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის დამოუკიდებელი შტო, ჩემი საქმე და არავის საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება.
რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს, ამიტომ ვერ მიმართავენ ვერც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები.
ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივად სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ. სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: შემაშფოთებელია, როდესაც ადეიშვილი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი, ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს
Next: სანამ დასავლელი “ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე” ინდიკაციებს “დეზერტირებზე” დაეძებენ, მსოფლიოს ბანკის ამ “რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში და როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ – არ მგონია, რომ ძალიან უნდოდეს იმის კეთება, რასაც აკეთებს

ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის

ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია