“სასამართლო სხდომაზე დასწრება მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის მცდელობაა” – კობახიძის ახალი ბრალდება ელჩებს

“ოცნების” პრემიერს დიპლომატების სასამართლო პროცესებზე დასწრება არ მოსწონს და ამბობს, რომ “რეაქცია ექნებათ”. ელჩებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესებს დაესწრნენ, ადანაშაულებს სასამართლო საქმიანობაში ჩარევაში და შემდგომ კი კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის დარღვევაშიც.
“კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არ ვცდები, ესწრებოდა სასამართლო სხდომას რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლო საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში, ესეც არს როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა , ბუნებრივია გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით” – ამბობს კობახიძე
ცნობისთვის, დღეს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს