სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ ვეტინგის სისტემა არა მათ პროფესიონალიზმს ზომავს, არამედ, მათ მართავს

„სამწუხაროდ, ხუთი მოსამართლე თანახმაა სისხლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვას გადასცეს“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში, 5 მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი მხარს უჭერენ ვეტინგის სისტემას.
მისი თქმით, ამ ხუთი მოსამართლის განცხადება არა მარტო მიუღებელი, არამედ, ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა. „დღეს ხუთმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ისინი თანახმა არიან, მათი კეთილსინდისიერება შეამოწმოს უცხოეთმა, ანუ, ქართველი მოსამართლეები აცხადებენ, რომ მზად არიან ხელფასი ქართველი ხალხისგან მიიღონ, ხოლო მითითებები უცხოეთიდან. ხუთი მოსამართლის განცხადება არა მარტო მიუღებელი, არამედ, ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა.
ასე სააშკარაოზე საკუთარი თავის გამოყვანა ალბათ, მათი ნებით არ მოხდებოდა. ვინც თანხმობას აცხადებს სხვისგან მართვაზე, ისინი დღესაც მათი მორჩილები არიან. სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ ვეტინგის სისტემა არა მათ პროფესიონალიზმს ზომავს, არამედ, მათ მართავს. ვინც გნიშნავს, მისი მორჩილი ხარ, ეს ყველამ ვიცით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხუთი მოსამართლე თანახმაა სისხლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვას გადასცეს. ოპოზიციის ლობისტებმა კარგად გამოიყენეს პრეზიდენტის უფლებები და ზურაბიშვილს კრიმინალები: უგულავა, მელია და გვარამია, ზეწოლის შედეგად შეაწყალებინეს. ახლა, დღის წესრიგში სააკაშვილია. წარმომიდგენია, რა მოხდება მაშინ, თუკი კიდევ უფრო მძლავრი იარაღი სახელმწიფოს მართვის ხერხემალი, სასამართლო მათ ხელში აღმოჩნდება. ვეტინგის სისტემა მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე არაერთხელ განვაცხადეთ“,– წერს ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა