სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა

სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა
დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (როგორც წესი, პოლიტიკური მოტივით). ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის 15 და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, იაპონია, ავსტრალია, შვეიცარია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა , ლატვია და ა.შ.
მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობს ირლანდია, ფინეთი და ესპანეთი; ბოლო ადგილებზე კი გავიდა გვატემალა, სირია და ნიკარაგუა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო და სარეიტინგო პოზიცია 11 წელიწადში 62 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ